მოსკოვის გალერეაში გამოფენილი "შავი ლომი" შესაძლოა, ორიგინალი არ აღმოჩნდეს

მოსკოვის გალერეაში გამოფენილი ფიროსმანის ნახატი "შავი ლომი" შესაძლოა, ორიგინალი არ აღმოჩნდეს . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფიროსმანის ”შავი ლომის” ორიგინალის კანონიერი მფლობელების, ქუთათელაძეების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა.

მისი ცნობით, იგი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ნახატს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. გაბუნია აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ქუთათელაძეებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ”შავი ლომი” შესაძლოა, ორიგინალი არ იყოს.

გაბუნიას განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ ნახატი ორიგინალს არ წარმოადგენს, გამოძიება შეწყდება და დადგება იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ნახატი გამოფინეს და ორიგინალად გაასაღეს.

"შავი ლომის" გარშემო სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ნახატი, რომელიც მოსკოვში იყო გამოფენილი, მისი ოჯახიდან 1993 წელს ყაჩაღურად გაიტაცეს. ნახატის რუსი მფლობელი კი ამტკიცებს, რომ მას ტილო კანონიერად აქვს შეძენილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის