ქართველი მოზარდების, ნინი ბარამიას და მეკო ასათიანის ნახატები გერმანიაში ბავშვთა ნამუშევრების საერთაშორისო ფესტივალზე წაიღეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მხატვარმა ზაალ სულაკარუმა განუცხადა, რომლის სტუდიაშიც სწვალობენ ბარამია და ასათიანი.
"ჩვენ სტიუდიაში გვყავდა სტუმრები გერმანიიდან და მათ ნინის და მეკოს ორი ნამუშევარი ძალიან მოეწონათ. გვთხოვეს, რომ ეს ნახატები ბავშვთა ნახატების საერთაშორისო ფესტივალზე გაგვეტანებინა. ჩვენ მათ თანხმობა ვუთხარით და ეს ორი ნამუშევარი ფესტივალზე გავატანეთ", - განაცხადა ზაალა სულაკაურმა.
მისივე თქმით, გერმანელი სპეციალისტები ქართველი მოზარდების ნამუშევრებს ფასტივალზე გამარჯვებას უწიასწარმეტყველებენ.