რამდენიმე თვის წინ დაკარგული 21 წლის ნიკოლოზ აშოთიას გვამი ტყეში იპოვეს

ტყიბულის რაიონის სოფელ საწილეში რამდენიმე თვის წინ დაკარგული 21 წლის ნიკოლოზ აშოთიას გვამი იპოვეს.

ნიკოლოზ აშოთია მაისში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მას თან სანადირო თოფი და მობილური ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში ის დაკარგულად ითვლებოდა.

თანასოფლელი მამაკაცი გუშინ მის გახრწნილ გვამს შემთხვევით, სოფლის ტყეში წააწყდა. სანადირო თოფიც და მობილურიც გვამთან ერთად აღმოჩნდა.

შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარეობს გამოძიება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის