ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა გაიხსნება

"ვაჟაობის" დღესასწაულზე სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი 3 კმ-იანი გზა გაიხსნება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები. გზა მოინიშნა და დაიხაზა, დამონტაჟდა უსაფრთხოების ჯებირები და საგზაო ნიშნები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, სოფელ ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" 24 სექტემბერს გაიმართება.

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავი ღონისძიებები სახლ-მუზეუმში 12:00 საათზე დაიწყება. მთელი დღის განმავლობაში ჩარგალში სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება, მოეწყობა ქართული ჭიდაობა, დოღი. "ვაჟაობა" ანსამბლ "რუსთავის" გალა-კონერტით დასრულდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია