საკუთრების უმნიშვნელო ცვლილებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, შესაძლოა, აღარ დასჭირდეს. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელი იქნება ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება თუ შეცვლა, რომელიც მართალია გავლენას ახდენს ამხანაგობის საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას, ანდა საკუთრების ახალი საგნის წარმოშობას.
როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში განმარტავენ, ეს რეგულაცია შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც პირს თუნდაც ფანჯრის ადგილას კარების ამოჭრა და ან პირიქით სჭირდება.
მათი განმარტებით, აქამდე ასეთ შემთხვევებზეც ამხანაგობის თანხმობა იყო საჭირო.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ვახტანგ ბალავაძე, ანდრო ალავიძე და კახაბერ ანჯაფარიძე არიან. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.