ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან ხვალ ხუთი წელი სრულდება.
ამ დღესთან დაკავშირებით "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიური სახლის" ოფისში ჩატარდება სემინარი, თემაზე: სიტყვის თავისუფლება - ადამიანის ფუნდამენტური უფლება. სემინარზე მოხსენებას წაიკითხავენ ვახუშტი მენაბდე და ოლეგ პანფილოვი.
დისკუსიის დასასრულს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი "ანა, შვიდი წელი ფრონტის ხაზზე". ღონისძიება ორგანიზებულია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" და "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიური სახლის" მიერ.