სამხატვრო სალონებს გალერეა "აპოლო" შეემატა

თბილისის სამხატვრო სალონებს გალერეა "აპოლო" შეემატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გალერეა "აპოლოს" წარმომადგენელმა ნანა ბალავაძემ განუცხადა, ექსპოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვლება.

დღეს კი გალერეაში მე-20 საუკუნის საქართველოში მოღვაწე ცნობილი მხატვრების აქამდე უცნობი ნამუშევრები გამოიფინა. მათ შორისაა ოპერის თეატრის ფარდის, სპექტაკლ "ოტელოს" და კინოფილმ "ქეთო და კოტეს" ესკიზები.

საგამოფენო სივრცე ცალკე აქვს დათმობილი ზურაბ ნიჟარაძის, რობერტ სტურუას, თენგიზ მირზაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, ედმონდ კალანდაძის, პეტრე ბლიოტკინის და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრებს.

ნანა ბალავაძის ინფორმაციით, გალერეა ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებსაც უმასპინძლებს. გალერეა "აპოლოდან" გაყიდული ნამუშევრები აღირიცხება და ყოველი წლის ბოლოს სპეციალურ კატალოგში დაიბეჭდება.

გალერეა "აპოლოს" პრეზენტაციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვნებათმცოდნეები და მხატვრები დაესწრნენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა