სულხან-საბას საფლავის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კულტურის სამინისტროში არ ფლობენ

რუსეთში, დაბა ვსესვიატკოეში, სულხან-საბა ორბელიანის საფლავის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროში არ ფლობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მსგავსი ინფორმაციით სამინისტროსთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად, ამის შესახებ მათთვის უცნობი იყო, თუმცა შეეცდებიან საქმის ვითარებაში გარკვევას.

სამინისტროსგან განსხვავებით, ვითარებაში გარკვევის საკითხს ეჭვის ქვეშ აყენებენ რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას ქართული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა, გიორგი ბუაჩიძემ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ უფლება პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეთ რუსეთის მხარესთან, რის გამოც, აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმეს გარკვევა გაჭირდება.

რუსულმა მედიასაშუალებებმა 6 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბაგრატიონთა უძველეს საფლავს რუსეთში, დაბა ვსესვიატკოეში საფრთხე ემუქრება. დარეჯან დედოფლის მიერ აგებულ ყველაწმინდას სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი და სხვა ქართველი მოღვაწენი არიან დაკრძალულნი, მოსკოველმა მაღალჩინოსნებმა უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს.

საყოფაცხოვრებო დანიშნულების ერთსართულიან ბეტონის ნაგებობებზე არავითარი სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ტაძარი რუსეთის ფედერაციის დაცული ძეგლების ნუსხაშია, ამიტომ მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტმა შენობების აღების გადაწყვეტილება მიიღო და ობიექტის მეპატრონეს მის ასაღებად ვადა 21 ნოემბრამდე მისცა.

ტაძარი ვსესვიატკოეში მეფე არჩილ მეორის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ძალისხმევით 1733-1736 წლებში აშენდა. ის მამასთან ერთად საქართველოდან რუსეთში იყო გადახვეწილი და ერთი წელი ვსესვიატსკოეში ცხოვრობდა. ტაძარში ღვითსმსახურება ქართულად აღევლინებოდა.იქვეა სასაფლაოც, სადაც დაკრძალულნი არიან ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენლები და სხვა ქართველი დიდგვაროვნები. მათ შორის, სულხან-საბა ორბელიანი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის მამა, იოანე ბაგრატიონი.

სასაფლაო რუსეთის მთავრობის განკარგულებით 1982 წელს ოფიციალურად გაუქმდა, თუმცა დღემდე შემორჩენილია საფლავის ქვები და მონუმენტი, რომელიც პეტრე ბაგრატიონმა მამამისის საფლავზე აღმართა.

ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა