53-ე სკოლასთან მოსწავლეების დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისის 53-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეების დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მე-11 კლასელების ნაწილი და მათი მშობლები ორი მოსწავლის სკოლიდან გარიცხვასა და მათ მიმართ ხულიგნობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებდნენ.

აქცია საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა, სკოლაში პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც კი იყო გამოძახებული.

მოსწავლეები და მათი მშობლები ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებენ სკოლის დირექტორ ტარიელ შავშიშვილს. ისინი აცხადებენ, რომ ახლად დანიშნულმა დირექტორმა მიიღო არაადეკვატური გადაწყვეტილება და სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის ბავშვები სამართალდამცავ ორგანოს გადასცა.

საპროტესტო აქციას გამოემხაურა სკოლის დირექტორი. როგორც ტარიელ შავშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში სამართალდამცავების ჩართვა გამოიწვია მოსწავლეების მხრიდან დირექციისთვის შეურაცხყოფის მიყენებამ. კერძოდ, როგორც შავშიშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს აცნობეს სანქციების დაწესების შესახებ, მათ გამოხატეს შეშფოთება, შევიდნენ დირექტორის კაბინეტში და უშუალოდ მას და სკოლის სხვა ხელმძღვანელ პირებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ სკოლამ გამოიძახა სამართალდამცავები და, როგორც შავშიშვილი აცხადებს, შემდეგი ნაბიჯები სამართალდამცავების გადასაწყვეტია.

გარდა ამისა, სკოლის დირექტორი აცხადებს, ის ორი მისწავლე, რომლებზეც არის საუბარი, სკოლის შინაგანაწესს ხშირად არღვევდნენ.

მშობლებისა და მოსწავლეების პოზიციით კი, მსგავსი ტიპის დასჯა მიუღებელი, არაადეკვატურია და ამის წინააღმდეგ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ; ისინი საპროტესტო აქციებს მომავალშიც განაგრძობენ და ბავშვებისთვის ხულიგნობის მუხლით აღძრული საქმის შეჩერებას და სკოლის დირექტორის მოხსნას შემდგომ დღეებშიც მოითხოვენ.

ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის