ირინა სარიშვილი ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე კითხვით მიმართავს

პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე კითხვით მიმართავს.

ირინა სარიშვილს აინტერესებს, გააგრძელებს თუ არა ბიზნესმენი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქველმოქმედებას. სარიშვილი ივანიშვილისაგან მოითხოვს, განმარტოს, რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ.

"მაინტერესებს, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჰქონდა თუ არა მას წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა, თუ ვისთან ითანამშრომლებდა", - აცხადებს სარიშვილი.

"იმედის" ლიდერისათვის მისაღებია ივანიშვილის განცხადებების ძირითადი ნაწილი, თუმცა სარიშვილი ბიზნესმენის განცხადების ფორმას აკრიტიკებს.

"ფორმა განცხადებისა არის აბსოლუტურად მიუღებელი. მაინტერესებს, რამ განაპირობა ბატონი ბიძინასგან ასეთი დემონსტრაციული, შეურაცხმყოფელი ფორმით შეთავაზება საინფორმაციო საშუალებების მიმართ", - აცხადებს სარიშვილი.

მისი განცხადებით, გაუგებარია ასევე, "რესპუბლიკურ პარტიასთან" ივანიშვილის თანამშრომლობის სურვილი.

"ის სამართლიანად ლანძღავს ოპოზიციას, რომ არის სუსტი, მაგრამ "რესპუბლიკელები" სუსტთან ერთად, უვარგისებიც არიან" , - აცხადებს სარიშვილი.

"იმედის" ლიდერის თქმით, ივანიშვილს უნდა გაეთვალა ის პრობლემები, რომელიც მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან შეექმნებოდა.

"მე მაინტერესებს, რასთან გვაქვს საქმე. ამ თემაზე არსებული წინააღმდეგობა ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს შორის თამაშია, თუ უბრალოდ მოუმზადებლობა", - აცხადებს სარიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა