ქართული ხელნაწერები იუნესკოს ხელნაწერი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს

ქართული ხელნაწერები იუნესკოს მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, უწყებისა და საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, იუნესკოს პროგრამას "მსოფლიო მეხსიერება" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი ივლისში წარედგინა.

პროგრამის ფარგლებში 500-მდე ქართული ხელნაწერი 7 ახალ ძეგლს შორის მოხვდა. კოლექცია IX-XV საუკუნეების ბიზანტიურ-ქართულ ურთიერთობებს ასახავს და მსოფლიო კულტურის ისტორიისთვის უნიკალური მნიშვნელობა აქვს.

"ნუსხაში შესულია ბიზანტიური ძეგლების უნიკალური თარგმანები, ზედდართული ქართული კომენტარები და სხვა შინაარსის ძეგლები. მათ შორის არის თარგმანები, რომლის დედნები აღარ არსებობს და მეცნიერები მათ მხოლოდ ქართული წყაროების მიხედვით იკვლევენ", - განაცხადა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ,იუნესკოს" საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავაც ესწრებოდნენ.

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვა უახლესი და ყველაზე შესაბამისი ტექნოლოგიით; მხარი დაუჭიროს დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ქართული წერილობითი წყაროების გვერდით იუნესკოს რეესტრს დაემატა აშშ-ს, საფრანგეთის, ყაზახეთის, პორტუგალიის, სომხეთისა და ანგოლას დოკუმენტური ძეგლებიც, თუმცა მათ შორის ქართული კოლექცია ყველაზე ძველია.

იუნესკოს პროგრამა "მსოფლიო მეხსიერების" რეესტრში სულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 245 ხელნაწერი ძეგლია შესული.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის