თაგვის საწინააღმდეგო წამლით მოწამლული ბავშვების მდგომარება სტაბილურია

თაგვის საწინააღმდეგო შხამით მოწამლული მცირეწლოვანი ბავშვები მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განაგრძობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ჩეჩელაშვილმა განუცხადა, ძლიერი ინტოქსიკაციით ორი მცირეწლოვანი ბავშვი წალკიდან თბილისში 2 დღის წინ გადმოიყვანეს.

2 წლამდე ასაკის ბავშვებმა სახლში თაგვის საწინააღმდეგო წამალი შეჭამეს, რის შემდეგაც ღებინება და სისუსტე აღენიშნებოდათ. ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025