ბიძინა ივანიშვილი - მე ვაფინანსებდი არა გენერალ ლებედს, არამედ ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიას

ბიძინა ივანიშვილმა რუს გენერალ ალექსანდრე ლებედის დაფინანსებასთან დაკავშირებით განმარტებები დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტის  კითხვაზე, როცა აფინანსებდა გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას, იცოდა თუ არა, რომ ის იყო გენერალ რადიონოვის სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც, ამავდროულად, რუსეთის იმპერიის მომხრე იყო, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის აფინასებდა არა გენერალ ლებედს, არამედ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიას.

"მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც აფინანსებდა ამ არჩევნებს და მივიჩნევ, რომ ყველაზე გადამწყვეტი და შედეგიანი სვლები გავაკეთე. მოვახერხე ის, რომ კომუნისტებს დაბრუნების საშუალება არ მიეცათ. ელცინის არჩვენების დროს დიდი შესაძლებლობა იყო, რომ კომუნისტები უკან დაბრუნებულიყვნენ", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, შეეცადა დაერწმუნებინა ელცინის შტაბის წარმომადგენლები, რომ ყველაზე მეტად ლებედს შეეძლო დაებალანსებინა კომუნისტები.

"საბოლოოდ, ჩემი პოზიცია გამართლდა. ბორის ელცინის გამარჯვებით კი საქართველოსაც მიეცა საშუალება უკან აღარ დაბრუნებულიყო. ამ დროს მთელი დემოკრატიული სამყარო, ფარულად თუ ღიად, ბორის ელცინის კანდიდატურას უჭერდა მხარს. აი, აქ ვიდექი მეც", - განაცხადა ივანიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია