Myvideo.ge საავტორო უფლებების ლიცენზიას ყიდულობს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ინტერნეტპორტალ "Myvideo.ge"-ს შორის დღეს სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდება. ლიცენზიის საფუძველზე, ინტერნეტპორტალზე განთასვებული ფილმები, მუსიკა და სხვა პროდუქცია საავტორო უფლებებით იქნება დაცული. მისი განთავსებისთვის ინტერნეტპორტალი საავტორო ჰონორარს გადაიხდის, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ.

საავტორო უფლებათა ასოციაციის მიზანია, ლიცენზირებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს მდარე ხარისხის, უკანონო და არალიცენზირებული პროდუქცია ქართულ ინტერნეტ გვერდებზე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქართული ინტერნეტსივრცის ლეგალიზაციას და ვებ-გვერდებზე ლიცენზირებული პროდუქციის განთავსებას.

ლიცენზიას ხელს მოაწერენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და "Mყვიდეო.გე"-ს დირექტორი მამუკა მონავარდისაშვილი. ხელმოწერის ღონისძიება დღეს, 12:00 საათზე "საქპატენტის" ოფისში შედგება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე