ლიტერატურის მუზეუმში პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმის ჩვენება და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი "ბედნიერების მატარებელი" იმ ადამიანების ტრაგედიას ასახავს, რომლებსაც მრისხანე ეპოქის ქარტეხილი დაატყდათ თავს.
დღესვე ლიტერატურის მუზეუმში 1930 წელს გადაღებული ფილმის "ბუბა" ჩვენებაც, "ბუბა", რომელიც მუნჯი კინოს ჟანრს განეკუთვნება. ფილმში ნაჩვენებია გასული საუკუნის 30-იანი წლების რაჭა და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფა.
წიგნის პრეზენტაციას და ფილმის ჩვენებას ლიტერატურის მუზეუმში კინორეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.