გია ნაცვლიშვილმა ძალოსნებს ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვება მიულოცა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძალოსნებს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა.

ნაცვლიშვილი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებს და მათ მწვრთნელებს ოლიმპიურ კომიტეტში შეხვდა. შეხვედრას ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი გიორგი ასანიძეც ესწრებოდა.

როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ასევე ფედერაციის ხელმძღვანელმა აღნიშნინეს, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველების ამგვარ წარმატებას არ ელოდნენ და შედეგით კმაყოფილნი არიან.

მათი თქმით, ლიცენზიების განახლების შემდეგ ჯერი ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტსმენების უკეთ მომზადებაზეა და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად დაიწყება.

პარიზში 4-13 ნოემბერს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. გია მაჭავარიანმა, ირაკლი თურმანიძემ, დავით გოგიამ, რაულ ცირეკიძემ და ზაშა ტალახაძემ ჯამში 59 ქულა მოაგროვეს, რამაც ნაკრებს ოლიმპიური თამაშების სამი ლიცენზია მოუტანა. ტრავმის გამო ასპარეზობას გამოეთიშა ნაკრების მეექვსე წევრი გიორგი ლომთაძე.

მწვრთნელების განცხადებით, საქართველოს ნაკრებს ცოტა დააკლდა მეოთხე ლიცენზიაზე. კიდევ 8 ქულის მოპოვების შემთხვევაში, ქართველები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 4-კაციანი შემადგენლობით წავიდოდნენ.

უკვე ცნობილია, რომ სამიდან ორი სპორტსმენი, ვინც ოლიმპიადაზე გაემგზავრება გია მაჭავარიანი და ირაკლი თურმანიძე იქნებიან. მესამეს ვინაობა უშუალოდ ოლიმპიური თამაშების წინ, იმის გათვალისწინებით გადაწყდება, რომელი სპორტსმენიც უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო