შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით შეხვედრა გაიმართა

შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის კვლევისა და განვითარების ფონდში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ჟურნალისტებსა და ბლოგერებთან ერთად შიდსის ცენტრის ექიმი მაია ცინცაძე და ფსიქოლოგი გიორგი წოწკოლაური მონაწილეობდნენ, რომლებიც უშუალოდ აივ-ინფიცირებულებთან მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შეხვედრის ორგანიზატორმა, გიორგი გიორგაშვილმა განუცხადა, ღონისძიების მიზანია, ბლოგერების, როგორც ყველაზე აქტიური ინტერნეტმომხმარებლებისა და ჟურნალისტების მეშვეობით საზოგადოების სწორი ინფორმირება შიდსის შესახებ.

შიდსის ცენტრის ექიმის, მაია ცინცაძის განცხადებით, 1-ელი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვაა, გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა. "კერძოდ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდოს ინფორმაცია, რა ხდება დღეს მსოფლიოში, საქართველოში, როგორი მდგომარეობაა სტატისტიკურად, თუ როგორ გადადის ეს დაავადება და როგორ ავიცილოთ თავიდან ინფიცირება", - აღნიშნა მაია ცინცაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის