ამერიკის ქალაქ რიჩლენდში 86 წლის ასაკში სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა გარდაიცვალა . ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები "ნიუ იორკ თაიმსზე" დაყრდნობით იუწყებიან.
გამოცემის ცნობით, ალილუევა 22 ნოემბერს გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ ხელისუფლებამ მხოლოდ დღეს განაცხადა.
სვეტლანა ალილუევა ამერიკაში ლანა პიტერსის სახელით ცხოვრობდა. ის ემიგრაციაში 1967 წელს წავიდა და თავდაპირველად ინდოეთში, შემდეგ ევროპაში, სიცოცხლის ბოლომდე კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.