ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები დღეს დაიწყო

"საქართველოს უნივერსიტეტში" ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები დღეს დაიწყო.

სერტიფიკატის მისაღებად კონკურსში მონაწილეობას ის იურისტები ღებულობენ, რომლებსაც ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება სურთ.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის უფროსმა თიკო ქარსელაძემ განუცხადა, ასოციაციაში გასაწევრიანებლად აღნიშნული სასერტიფიკატო გამოცდის გავლა აუცილებელი წინაპირობაა.

მისივე განცხადებით, გამოცდა საერთო, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ტესტირების სახით იქნება. დარეგისტრირებულია 892 იურისტი.

მისივე განმარტებით, სერტიფიკატის მისაღებად 100 ქულიდან მონაწილეომ მინიმუმ 75 მაინც უნდა დააგროვოს.

საკვალიფიკაციო გამოცდები 1-2 დეკემბერსაც გაგრძელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის