მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ებრაელი ბიზნესმენები.

"ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულიები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის