მხატვართა კავშირი ყრილობას მართავს

პროფკავშირების კულტურის ცენტრში "საქართველოს მხატვართა კავშირი"-ს ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე კავშირის წევრები თავმჯდომარეს აირჩევენ. კავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატები ციცინო მჭედლიძე, გურამ ცერცვაძე, ლორეტა შენგელია და მარინა ივანიშვილი არიან. კანდიდატურა მოხსნა გია ბუღაძემ, რომელიც ორგანიზაციის თავმჯდომარედ 12 თებერვალს აირჩიეს.

როგორც კანდიდატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, სამხატვრო კავშირში ბევრი პრობლემაა და სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა კავშირი აღდგეს და შენარჩუნდეს. თითოეული კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში, სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს. მათი განცხადებით, აუცილებელია კავშირში მართვის სისტემა შეიცვალოს და საქმიანობა, განსაკუთრებით ფინანსებთან დაკავშირებით, გამჭვირვალე იყოს.

კანდიდატები იმედოვნებენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და წინა არჩევნების მსგავსი ფალსიფიკაცია არ განმეორდება.

დღევანდელ ყრილობაზე რეისტრაცია 400-მდე მხატვარმა გაიარა. კავშირის თავმჯდომარეს 7-კაციანი კომისია გამოავლენს. არჩევნების შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივლისს გააუქმა მხატვართა კავშირის თავმჯდომარის 2011 წლის 12 თებერვლის არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც  კავშირის თავმჯდომარედ გია ბუღაძე აირჩიეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა