ვერა ქობალია - საქართველოში Facebook-ს 650 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

2011 წლის მონაცემებით, ფიჭური მობილური რადიოსატელეფონო ქსელების აბონენტების რაოდენობა 4 406 817-ს შეადგენს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2010 წელს მობილური კავშირით 3 980 000 აბონენტი სარგებლობდა. მოსახლეობის გაცილებით ნაკლები რაოდენობა სარგებლობს საერთო სარგებლობის ფიქსირებული ქსელებით.

საერთო სარგებლობის ფიქსირებული ქსელების აბონენტების რაოდენობა, ვერა ქობალიას ინფორმაციით, 1 200 000-ია. თუმცა, 2010 წელთან შედარებით, ეს რიცხვიც გაზრდილია.

ინტერნეტის მომხმარებლების 1 50 ათასამდე ზრდას ვარაუდობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2011 წელს. ვერა ქობალიას ინფორმაციით, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად Facebook-ით სარგებლობენ.

"საქართველოში Facebook-ს 650 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 2010 წელს ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობამ 1 200 000-ს გადააჭარბა, 2011 წლის პროგნოზით კი 1 500 000-ს ასცდება", - განაცხადა ვერა ქობალიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის