ლიტერატურის მუზეუმში მსახიობ ნიკო გომელაურის ლექსების ორტომეულის პრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
საღამოს ავტორი ნიკო გომელაურის მეუღლე ნინა ჩოდრიშვილია, რომლის განცხადებით, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ნიკო გომელაურის არაერთმა თაყვანისმცემელმა გაუგზავნა წერილი და ნიკო გომელაურისადმი მიძღვნილი ლექსი, რამაც გადააწყვეტინა აღნიშნული შემოქმდებითი საღამო ჩატარებულიყო და თავად ამ ლექსების ავტორებს წაეკითხათ გომელაურისადმი მიძღვნილი ლექსები.
ლიტერატურის მუზეუმში ნიკო გომელაურის ორტომეულის პრეზენტაციაც შედგა, პირველ ტომს ჰქვია ”ნიკო”, ხოლო მეორეს ”გომელაური”. წიგნის რედაქტორი ლაშა ბუღაძეა, ხოლო დიზაინზე გუგა კოტეტიშვილმა იზრუნა.