კორპუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟებას მესაკუთრეების თანხმობა დასჭირდება

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებისთვის, მესაკუთრეების ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა იქნება აუცილებელი .

აღნიშნულ საკითხს "პერსონალური მონაცემების შესახებ" ახალი კანონი ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, საცოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებისთვის აუცილებელი იქნება შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა და მისი დაყენება, მხოლოდ პირთა და ქონების უსაფრთხოებისთვის იქნება შესაძლებელი.

ამას გარდა, კანონში მითითებულია, რომ საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ შესასვლელსა და საერთო სივრცეზე, ხოლო მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი დაუშვებელი იქნება.

ამასთან, ახალი კანონით დარეგულირებულია კერძო ბინების მონიტორინგიც და ნათქვამია, რომ კერძო ბინების შესასვლელის თვალთვალი დაიშვება მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

"პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონი მიმდინარე წლის 1 მაისიდან შევა ძალაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია