"რომპეტროლ საქართველოს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

კომპანია "რომპეტროლ საქართველოს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს.

კომპანიის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს ახალ ხელმძღვანელს, ნურკენ მურზაგალიევს "რომპეტროლის" სათაო ოფისის ვიცე-პრეზიდენტი ერჟან ორინბასაროვი დღეს, სასტუმრო "რედისონში" წარუდგენს. ერჟან ორინბასაროვი საგანგებოდ ამ მოვლენისთვის თბილისში ბუქარესტიდან ჩამოფრინდება.

ცვლილება მენეჯმენტის როტაციის ფარგლებში ხორციელდება. ნურკენ მურზაგალიევი "რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორის პოსტზე ალექსანდრე ალბინს ჩაანაცვლებს.

ნურკენ მურზაგალიევს ნავთობის ბიზნესში სოლიდური გამოცდილება გააჩნია. ყაზახეთის 4 დასავლურ რეგიონში ბენზინგასამართი სადგურების რამდენიმეწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, მან კიდევ ორი წელი "რომპეტროლ ბულგარეთში" იმუშავა.

რაც შეეხება ალექსანდრე ალბინს, იგი საქართველოში რომპეტროლს 2,5 წელი ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტი კომპანიამ 170 მლნ ლარით შეავსო. ალექსანდრე ალბინი საქართველოდან წასვლის შემდეგ "რომპეტროლ ბულგარეთის" გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე ექვს წელიწადზე მეტია მოღვაწეობს და დღეისთვის ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. "რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 20 ქვეყანაში 50-მდე კომპანიას აერთიანებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა