თბილისის მერიამ სამარშრუტო კომპანიები დააჯარიმა

ტენდერის პირობების დარღვევისთვის თბილისის მერიამ კომპანიები "თბილლაინი", "ფაბლიკი", "კაპიტალ გრუპი" და "თბილ ქარი" დააჯარიმა.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, კომპანიებს თბილისში სამარშუტო ხაზებზე 15 იანვარმდე 3068 ახალი მიკროავტობუსი უნდა შემოეყვანათ, თუმცა, პირობა ბოლომდე ჯერ ვერ შესრულდა და თბილისის ქუჩებში სამარშუტო ხაზებზე ყველა მიკროავტობული ‚ფორდის" მარკის და ყვითელი არ არის.

ჯოხაძის ინფორმაციით, კომპანიებს ჯარიმა დაეკისრათ და დამატებითი დრო მიეცათ კონტაქტის ბოლომდე შესრულებისთვის.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, თუ დამატებით დროშიც აღნიშნული კომპანიები პირობებს ვერ შეასრულებენ, საკითხი კანონის სრული დაცვით მოწესრიგდება.

აკაკი ჯოხაძის ინფორმაციით, "თბილლაინმა" გლდანი-ნაძალადევის ლოტის მიხედვით მიკროავტობუსები ვაკე-საბურთაოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში შეიყვანა; "ფაბლიკ"-მა ისანი-სამგორში; "კაპიტალ გრუპმა" ძველი თბილისის რაიონში და "თბილ ქარმა" დიდუბე-ჩუღურეთში.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან კონტრაქტის შეუსრულებლობის შესახებ ბრიფინგი დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ გამართა, რომლის ინფორმაციით 15 იანვრამდე კომპანიებს თბილისის სამარშუტო ხაზებზე 3068 მიკრტოავტობუსი უნდა შემოეყვანა. მისი თქმით, კონტრაქტის დარღვევის გამო კომპანიებს ჯარიმის სახით 1 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა