"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის და ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა .

ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა. საქართველოს ჰიმნის ფონზე აქციის მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები. საქართველოს დიდი დროშა აღიმართა მარჯანიშვილის მოედანზე და პატარა დროშები დაარიგებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.

როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარია, თუმცა, ეს დღე არ აღინიშნებოდა და მათ სურვილი აქვთ, ეს ტრადიციულ დღესასწაულად დამკვიდრდეს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ქართული სახელმწიფო დროშების გარდა, მოსახლეობას დაურიგეს სხვადასხვა ნივთები, რომლებიც აღნიშნავს სახელმწიფო სიმბოლოებს.

ამერიკის მეგობართა კლუბის და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის სურვილია, სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდეს და საზოგადოებისათვის ისეთივე მნიშვნელოვან დღედ იქცეს, როგორიც სხვა ეროვნული დღესასწაულებია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს