პროფკავშირები პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივების შეტანას ვერ ახერხებენ

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას ვერ ახერხებენ.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, პირველი საკანონმდებლო ინიციატივა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ითვალისწინებს, ხოლო მეორე - სახელმწიფო კონპენსაციისა და სტიპენდიის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებას.

პირველი კანონპროექტი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას ითვალისწინებს, მეორე – მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებული ადამინებისთვის სამსახურიდან მათი წასვლის შემდეგ, სათანადო კომპენსაციის დანიშვნას.

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყო კანონპროექტში პარლამენტში წარდგენისათვის სავალდებულო 30 000–ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება და იმედოვნებდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები განახორციელებდნენ თავიანთ უფელებამოსილებას და დაამოწმებდნენ ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებს. თუმცა თბილისის, ზესტაფონის, ტყიბულისა და რუსთავის საკრებულომ უარი განაცხადა ხელმოწერების დამოწმებაზე, რითაც ხელოვნური ბარიერი შეუქმნა მისი ამომრჩევლების კონსტიტუციურ უფლებას პარლამენტში საკანონმდებლო ინიციტივის შეტანაზე",-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილობროვი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხელმოწერების ნოტარიულად დამოწმება მოითხოვეს.

"თუ ხელმოწერების დამოწმებაა საჭირო, მაშინ ეს რწმუნებულებმა ან ნოტარიუსებმა უნდა განახორციელონ. ამდენი ხელმოწერის დადასტურებას კი 24 ათასი ლარი ესაჭიროება. ჩვენ ადრეც მიგვიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისთვის და საჭირო ხელმოწერების ნოტარიულად დამოწმება არ მოუთხოვიათ",-აღნიშნა პროფკავშირების თავმჯდომარემ.

ირაკლი პეტრიაშვილი ოფიციალური წერილით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და სთხოვს, რომ უზრუველყოს ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნა, სადაც საქართველოს მოქალაქეები შეუზღუდავად მოახერხებენ თავიანთი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებას.

როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო ინიციატივა შეგროვილი ხელმოწერებით რომელიმე პარლამნეტარს გადასცენ, ვინაიდან პარლამენტარის მიერ წარდგენილ ხელმოწერებს ნოტარიულად დამოწმება არ ესაჭიროება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია