საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით დღეს ძიუდოს მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო სემინარი გაიმართება. ორდღიანი სემინარის გამართვა თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის ოფისში იგეგმება. მასში მონაწილეობას ქართველებთან ერთად 17 ქვეყნის წარმომადგენელი მსაჯები და მწვრთნელები მიიღებენ.
ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისთვის სემინარს ძიუდოს ევროპის კავშირის მსაჯთა კოლეგიის კომისარი - ვასილი სმოლინი წაიკითხავს.
სემინარის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.