ოლიმპიური კომიტეტი ძიუდოს მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო სემინარს მართავს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ძიუდოს მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო სემინარი იმართება.

ორდღიან სემინარს, რომელიც დღეს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა გახსნა, ქართველებთან ერთად 17 ქვეყნის წარმომადგენელი 100-ზე მეტი მსაჯი და მწვრთნელი ესწრება.

ოლიმპიური კომიტეტის ოფისში სემინარის პირველი ნაწილი დღეს თეორიულ მხარეს დაეთმობა, უკვე ხვალიდან კი მწვრთნელები და მსაჯები ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გადაინაცვლებენ, სადაც პრაქტიკული საკითხების განხილვა მოხდება.

ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისთვის სემინარს ძიუდოს ევროპის კავშირის მსაჯთა კოლეგიის კომისარი - ვასილი სმოლინი კითხულობს.

სემინარის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია