ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის კომენტარები ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის კომენტარები ეთიკის კომისიის პრაქტიკაზე დაყრდნობით ევროკავშირის პროექტი კანონის უზენაესობის მხარდაჭერით მომზადდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, კომენტარებში მიმოხილულია: ადვოკატის დამოუკიდებლობა, ნდობის პრინციპი, პროფესიული საიდუმლოება, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტი, კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობის რეგულირება, ადვოკატის ურთიერთობა სასამართლოსთან და მსგავსი ფუნქციის ორგანოებთან, ადვოკატებს შორის ურთიერთობა, ზნეობრივი პრინციპები.

კომენტარები უჩვენებს, ავტორთა მცდელობას წარმოადგინონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პრაქტიკის ანალიზი 2006 წლიდან 2011 წლის ნოემბრამდე პერიოდისთვის. ნორმების განმარტებისას ეთიკის კომისია ძირითადად ეყრდნობოდა გაერო-ს ძირითად პრინციპებს ადვოკატთა როლის შესახებ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას ადვოკატის პროფესიის განხორციელების თავისუფლების შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

კომენტარების მიღება ადვოკატებს შეუძლიათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია