თბილისში, პეკინის #25-ში სპორტული სკოლა, "საბურთალოს" კედელი ჩამოიშალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , კედლის ჩამოშლის შედეგად დაზიანდა ოთხი ავტომობილი, რომლებიც აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა.
ამ დროისთვის, პეკინის #25-ში საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. სამაშველო სამსახური ტერიტორიას ჩამონგრეული კედლის ნარჩენებისგან წმენდს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.