თბილისსა და დელიში ისრაელის საელჩოების წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის უკან დაჯგუფება "ჰესბოლა" და ირანი დგანან. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერმა ისლამურ რესპუბლიკას მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორობაში დასდო ბრალი. თავის მხრივ ირანმა ეს ბრალდებები უარყო.
ინფორმაცია თბილისსა და ინდოეთის დედაქალაქ დელიში ისრაელის საელჩოების აფეთქების მცდელობის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია BBჩ-მ გაავრცელა. დელიში, ისრაელის საელჩოსთან დიპლომატიური მისიის ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი დიპლომატის მეუღლე დაიჭრა. დაშავდნენ გამვლელებიც.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით კი, დღეს, ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სამართალდამცავებმა დროულად გააუვნებელყვეს. რომან ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს.