ფილიპინებთან ბორანი ჩაიძირა

ფილიპინების სამხრეთ სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა. სააგენტო "სინჰუას" ცნობით, დაკარგულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, ბორანი, რომელიც ქალაქ სურიგაოდან ბასილისასკენ მიემგზავრებოდა, ჰიდკოპის კუნძულებთან ახლოს ძლიერ შტორმში მოხვდა და ამობრუნდა.

უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, 45 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ფილიპინების სანაპირო დაცვის ბრიგადები აწარმოებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის