საკანონმდებლო მაცნე ქართული კანონმდებლობის ინგლისურენოვანი ბაზის შექმნაზე მუშაობას იწყებს

საკანონმდებლო მაცნე ახალ სტრუქტურულ ქვეგანაყოფს ქმნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მთარგმნელობითი ცენტრის ფუნქცია საკანონმდებლო აქტების ქართულიდან - ინგლისურად და ინგლისურიდან - ქართულად თარგმნა იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი, გიორგი წიკლაური და ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული ცენტრის (Georgian - European Policy and Legal Advise Centre) წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს პროექტის არსზე ესაუბრნენ.

მათი ინფორმაციით, დღემდე ქართული კანონმდებლობა ინგლისურ ენაზე ან ინგლისურენოვანი საკანონმდებლო აქტების ქართული ვერსია არ არსებობდა, თარგმანები ფრაგმენტული იყო და არც ერთ მათგანს არ გააჩნდა იურიდიული ძალა, რაც ხშირად უქმნიდა პრობლემას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე - უცხოელებს. სხვადასხვა თარგმანს შორის იყო შინაარსობლივი უზუსტობანი, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და დაინტერსებული პირი შეცდომაში შეჰყავდა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული.

მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რომელსაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალები შექმნიან და იურიდიული ძალა ექნება, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, მოხდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კი გამარტივდება საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა, რადგან მათ შეეძლებათ ინგლისურ ენაზე იხილონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი.

კონკურსი მთარგმნელობითი ცენტრის დასაკომპლექტებლად უკვე დაწყებულია, განაცხადების მიღება 16 თებერვლამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ საიტზე www.matsne.gov.ge.

"საკანონმდებლო მაცნეს" საიტი 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მის ბაზაში დაცულია საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები, მათში შესული ცვლილებები და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის