მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს

მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პედაგოგებს ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ტრენინგები უფასოა და მათზე დასწრება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგს ზოგად უნარებში მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გია მამულაშვილი დაესწრნენ.

პროფესიული უნარების ტრენინგზე თბილისის სხავადასხვა სკოლების მასწავლებლები სასწავლო პროცესის დაგეგმვას, კომუნიკაციის ეფექტურ მეთოდებს, მოსწავლეთა მოტივაციას, შეფასებას, ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კლასის მართვის პრინციპებსა და სხვა თემებს გადიან.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია 13 თებერვალს გამოცხადდა და 23 მარტს დასრულდება. წელს პირველად სერტიფიცირების გავლას ხელოვნებისა და სპორტის პედაგოგებიც შეძლებენ.

გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად მინიმუმ ერთწლიანი სწავლების სტაჟი საჭირო აღარ არის. სერტიფიცირების გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა