შეიქმნა ახალი კომპიუტერული თამაში - "დაამარცხე ოკუპანტები ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად"

შეიქმნა ახალი კომპიუტერული თამაში - "დაამარცხე ოკუპანტები ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად". ქართულ მოტივებზე გაკეთებული თამაშების ნახვა, ჩამოტვირთვა და ონლაინთამაში შესაძლებელია საიტზე www.game.ambebi.ge.

როგორც ფლეშის სპეციალისტი ლევან ტაბატაძე ამბობს, ქართულ მოტივებზე ფლეშთამაშების გაკეთების იდეა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნების სერიის – "დიდი ქართველების" ნახვის შემდეგ გაუჩნდა.

"როცა "პალიტრა L"-ის გამოცემული სერიის, "დიდი ქართველების" წიგნების გარეკანზე ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ვახტანგ გორგასლის 3D გამოსახულებები დავინახე, მივხვდი, რა მიმართულებითაც უნდა წავსულიყავით. ჩვენი თამაშები არა მარტო გასართობია, არამედ შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. მაგალითად, თუ თამაშები "ვახტანგ გორგასალი" და ვაჟა-ფშაველას "არწივის" მოტივზე შექმნილი პროგრამა მოთამაშისგან სიზუსტესა და სწრაფ რეაქციას მოითხოვს, "ნიკო ფიროსმანი" ვიზუალური მეხსიერების გავარჯიშების გარდა, ქართველი მხატვრის ტილოების იდენტიფიცირებაშიც გვიწყობს ხელს",-განაცხადა ლევან ტაბატაძემ.

მისივე ინფორმაციით, ზემოხსენებული თამაშები ორგანზომილებიანი და ერთმოქმედებიანია. მოთამაშეს შეუძლია, ნებისმიერი მათგანი ონლაინრეჟიმშიც ითამაშოს; სურვილის შემთხვევაში კი თავის კომპიუტერში ჩამოტვირთოს და ინტერნეტის გარეშეც გაერთოს.

"თამაში "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" დაფუძნებულია 1921 წლის ისტორიულ მოვლენებზე. სიუჟეტად აღებულია ბრძოლები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, ხოლო თამაშის მთავარი გმირია ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწე ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დრამატული პერიოდია ჩვენს ისტორიაში, დრომ მაინც გმირულ-რომანტიკულ ეპოპეად შემოგვინახა. თამაში რამდენიმე ეტაპიანია და ყველა მათგანი განსხვავებულია. თამაშის მთავარი გმირიც და მოქმედი პერსონაჟებიც XX საუკუნის დასაწყისისთვის შესაფერის გარემოში მოქმედებენ",-აღნიშნა ლევან ტაბატაძემ.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი ბავშვი და მოზარდი დაინტერესდება საქართველოს ისტორიით, უკეთესი იქნება და "მედიაპალიტრა" სამომავლოდაც გააგრძელებს ამ ტიპის პროგრამების შექმნას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის