ნათელა მაჭავარიანი თბილისში მწვანე ნარგავების ჩეხვის პროცესის შეჩერებაზე საკრებულოს გადაწყვეტილებას ითხოვს

პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" წარმომადგენელმა თბილისის საკრებულოში, ნათელა მაჭავარიანმა , საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს კიკვიძის ბაღის გაჩეხვის საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდა და ქალაქში მწვანე ნარგავების მასობრივი ჩეხვის პროცესის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

"კიკვიძის ბაღი არ არის პირველი შემთხვევა, სადაც მასობრივად იჭრება ხეები სხვადასხვა შენობების ასაშენებლად. საკრებულოს დადგენილებაში ნათლად გვაქვს გაწერილი რეკრეაციულ ზონაში რა ტიპის მშენებლობებია დასაშვები, ჩამონათვალში არ არის პოლიციის შენობა", - განაცხადა მაჭავარიანმა სხდომაზე.

მისივე თქმით, "საქართველოს გზა" ხეების ჩეხვის პროცესის გასაჩივრებას აპირებს და დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებენ. "სამი ღამეა ბაღის დასაცავად მოსახლეობა ქუჩაში ღამეს ათევს, ნუთუ ადგილობრივ მაჟორიტარს არ შეეძლო მისულიყო და ხალხის გასაჭირი მოესმინა. აცხადებთ, რომ ყველა მოჭრილი ხის სანაცვლოდ ახალ ნერგებს რგავთ, საინტერესოა, სად რგავთ, რას რგავთ, რომელმა ხემ გაიხარა. ახალი ხის გაზრდას ათი წელი მაინც სჭირდება, მანამდე რა ვქნათ, ჟანგბადის ბალიშებით ვისუნთქოთ?", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის