"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელის, ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება.
საპარლამენტო დებატების დროს ლალიაშვილმა განაცხადა, რომ თავიდანვე დაიწყო შსს-ს რეფორმა, რომელიც მხოლოდ პატრულით შემოიფარგლა. რეფორმა გაგრძელდა არა დემოკრატიზაციის, არამედ მხოლოდ მოდერნიზაციის მიმართულებით.
~პატრულმა გაზარდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს პოლიციის ეფექტურობას. საბჭოთა კავშირშიც გახსნის მაჩვენებელი 90 პროცენტი იყო, მაგრამ ნდობა მის მიმართ ნული პროცენტი იყო. ის რომ პატრული დანაშაულს ხსნის კარგია, მაგრამ პატრული სამწუხაროდ, დანაშაულის პრევენციას ვერ ახდენს რადგან საზოგადოება არ თანამშრომლობს მასთან. საზოგადოების თვალში პოლიციის ლეგიტიმაცია ძალიან დაბალია. შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დეპოლიტიზაციის შემთხვევაში. ეს არის ერთადერთი, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. პოლიცია უნდა გახდეს დეპოლიტიზებული, ამას დაჭირდება პოლიტიკური ნება და სტრუქტურული ცვლილებები~,-განაცხადა ლალიაშვილმა.