რუსთაველის თეატრში იტალიელი საქსოფონისტი კონცერტს გამართავს

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დღეს იტალიური მუსიკა და არგენტინული ტანგოს ჰანგები აჟღერდება .

როგორც "ინტერპრესნიუსს" იტალიის საელჩოდან აცნობეს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში იტალიელი საქსოფონისტი, ფედერიკო მონდელჩი კონცერტს გამართავს.

ფედერიკო მონდელჩი საქართველოს სიმფონიერ ორკესტრთან ერთად, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებს ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ნიკოლა პიოვანის, რობერტო მოლინელის და ასტორ პიაცოლას ნაწარმოებებს.

მუსიკოსს კონცერტები გამართული აქვს იტალიისა და უცხოეთის ყველაზე ცნობილ ორკესტრებთან ერთად, მათ შორის ლა სკალას ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად და მაესტრო სეიჟი ოზავას ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ ისეთი რანგის მუსიკოსი, როგორიცაა ნიკოლა პიოვანი, სპეციალურად მონდელჩისთვის ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს.

კონცერტი ორგანიზებულია იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობითა და კერძო სპონსორების დახმარებით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის