სოფელ დიღმის მოსახლეობა სკოლის შენობაზე მობილური ოპერატორის გადამცემი ანძის დადგმას აპროტესტებს

სოფელ დიღმის მოსახლეობა სკოლის შენობაზე მობილური ოპერატორის გადამცემი ანძის დადგმას აპროტესტებს და მის დემონტაჟს მოითხოვს.

სოფლის მაცხოვრებლების განცხადებით, ანძის სკოლის სახურავზე დადგმა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების და იმ ადამიანების ჯანმრთელობას, რომელებიც სკოლის მახლობლად მდებარე სახლებში ცხოვრობენ.

მათივე თქმით, ანძის დადგმა მოსახლეობისგან ფარულად მოხდა და მათ ზუსტად ისაც არ იციან, რომელ მობილურ ოპერატორს ეკუთვნის ანძა.

მოსახლეობის მოთხოვნას დღეს, ჯონდი ბაღათურიაც შეუერთდა. პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" ლიდერის განცხადებით, სკოლის სახურავზე ანძის უკანონოდ დადგმაში მთავარი დამნაშავე განათლების სამინისტროა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

დღესვე ჯონდი ბაღათურია ანძის დადგმასთან დაკავშირებით განმარტებების მოსმენას სკოლის დირექტორისგან შეეცადა, თუმცა დირექტორმა კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს