პნევმატური იარაღის რეგისტრაციისთვის საფასური წესდება

პნევმატური იარაღის რეგისტრაციისთვის, საფასური წესდება.

"იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით დგინდება, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი იქნებიან სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის, ან მისი ელემენტის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის მიზნით წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. იარაღის რეგისტრაციამდე კი მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემა, აკრძალული იქნება.

კანონპროექტითვე დგინდება, რომ ფიზიკური და იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა 8 სამუშაო დღეში, 20 ლარი ეღირება. ხოლო, ასეთი იარაღის ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია – 10 ლარი.

პნევმატური იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 15 ლარი.

განსხვავებული საფასურები იქნება დაჩქარებული წესით რეგისტრაციაზე. კერძოდ, რეგისტრაცია განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში 50 ლარი ეღირება, განაცხადის შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში კი – 80 ლარი.

კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

პნევმატური იარაღია, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის