მიხეილ სააკაშვილი ლარსის პუნქტზე რუსეთიდან შემოსულ სტუმრებს პირადად შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან საქართველოში შემოსულ სტუმრებს პირადად შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუს ტურისტებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ.

"ახლა ბევრი სასტუმრო შენდება, ბევრი რუსი ჩამოდის. რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ტურისტული მიზნით, ან ბიზნესისთვის ჩამოდიან საქართველოში, მივესალმებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსმა ტურისტებმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა და აქ ცხოვრება უკეთესი ხდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე