გაზეთი "ლელო" იუბილარია

”პალიტრამედიის”  ყოველდღიური გაზეთი "ლელო" იუბილარია. ზუსტად 78 წლის წინ, 13 აპრილს პოპულარული სპორტული გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა. გაზეთის მთავარი რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, სპორტული გაზეთი 1934 წელს "საქართველოს ფიზკულტურელის" სახელწოდებით გამოვიდა. "საქართველოს ფიზკულტურელი" მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიხურა, თუმცა შემდეგ გაზეთის აღდგენის იდეა გაჩნდა და 1949 წლიდან სპორტული გაზეთი შეცვლილი სახელით - "ლელო" - გამოდის.

გაზეთი თავიდან კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 1960 წლიდან ყოველდღიურად გამოიცემა.

სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: მიხეილ კაკაბაძე, ირაკლი უგულავა, რომელიც დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას ბაბუა იყო, არჩილ გოგელია, ანზორ ბასილაია და სხვები.

1985 წლიდან სპორტული გაზეთის რედაქტორია თენგიზ გაჩეჩილაძე. "გაზეთი "ლელო" ქართული სპორტის მემატიანედ იქცა და მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში",-აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

გაზეთი "ლელო" "პალიტრამედიის" ჰოლდინგში 2008 წლიდან  გაერთიანდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო