ეროვნული ბანკის 7-დღიან #15-ე, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 12 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი სამ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 6,51 პროცენტით, მაქსიმალური – 6,52 პროცენტით, ხოლო, საშუალო შეწონილი – 6,52 პროცენტით განისაზღვრა.