აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო ხვალ ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთან სამინისტროდან აცნობეს.
ქსიაო ჟაო ქართულ მხარესთან ერთად ქობულეთს 13:00 საათზე ეწვევა. მოგვიანებით კი, 13:30 საათზე, სასტუმროში "ჯორჯია პალასში" ხელი მოეწერება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის - ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულებას.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო და საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრება.