მართვის მოწმობას 5-ის ნაცვლად, 15 კატეგორია ექნება

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის დიზაინი და კატეგორიები იცვლება. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება "საკანონდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა. ბრძანებულებას თან ერთვის ახალი დიზაინის მართვის მოწმობის ფოტონიმუში. თანდართული სურათის მიხედვით, დღემდე არსებული 5 კატეგორია – A,B,C,D,E, დაყოფილია 15 კატეგორიად: A - მოტოციკლეტი, B - მსუბუქი მანქანა, C -სატვირთო მანქანა, D - ავტობუსი, BE - მისაბმელიანი მსუბუქი მანქანა, CE - მისაბმელიანი სატვირთო მანქანა, DE - მისაბმელიანი ავტობუსი, T - ტრაქტორი, A1 - სკუტერი, B2 - მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა, C1 - მცირე ზომის სატვირთო, D1 - მცირე ზომის ავტობუსი, C1E- მცირე ზომის სატვირთო მისაბმელით, D1E - მცირე ზომის ავტობუსი მისაბმელით და S - ექსკავატორი.

პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია. მართვის მოწმობების ძველი ნიმუშების გაუქმების პუნქტი კი, ამავე ბრძანებულების თანახმად, 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება.

ბრძანებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძველ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეუნარჩუნდებათ, თუმცა დღეს არსებულ მოწმობებზე მოქმედების ვადა მინიშნებული არ არის.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის