კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში აქცია - "აჩუქე წიგნი ბიბლიოთეკას" მიმდინარეობს

კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში აქცია - "აჩუქე წიგნი ბიბლიოთეკას", მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აქციას უკვე გამოეხმაურნენ აქტიური მკითხველები ადგილობრივი მაცხოვრებლები: ნინო აღაპიშვილი, ეკა დალაქიშვილი, თამარ გაბოძე და ნიკა ხაჩიძე. მათ საოჯახო ბიბლიოთეკიდან აკაკი გეწაძის, მერაბ კოსტავას, გიორგი გეგეჭკორის, გოდერძი ჩოხელის, გიორგი კარბელაშვილის, კობა იმედაშვილის და სხვა ცნობილი მწერლების ნაწარმოებები კასპის საქალაქო ბიბლიოთეკას გადასცეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა წიგნადი ფონდის შეძენაში გვეხმარება, აქცია "აჩუქე წიგნი ბიბლიოთეკას" ჩვენი წიგნადი ფონდის გადახალისებასა და მკითხველთან ინტენსიურ ურთიერთობაში დაგვეხმარება", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა, ვენერა ბესტავაშვილმა.

აქციაში ჩართვას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაც გეგმავს. ადგილობრივი ხელისუფლება ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზისთვის ყოველწლიურად პრესას და პერიოდულად წიგნებსაც იძენს. გასულ წელს დიდი მხატვრების ტომეულები შეიძინეს. წიგნების შეძენა წელსაც დაგეგმილია. სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოებიც ჩაატარა.

აქცია 23 მაისს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა