2012 წლის საგამოცდო ტესტები "სტივენ ოსტინის" სტამბაში დაიბეჭდება

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები დიდ ბრიტანეთში დაიბეჭდება.

როგორც "ინტერპრესნიუს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ტესტებს კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებული ავტორიტეტული კომპანია "სტივენ ოსტინი" დაბეჭდავს.

კომპანია 1768 წელს დაფუძნდა და დღეისათვის მსოფლიოს 4 კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.

ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდება სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყობა ყუთებში და დაილუქება. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები მოთავსდება კონტეინერში, რომელსაც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედება.

2012 წლის გამოცდები 28 ივნისს, ქართული ენისა და ლიტარატურის გამოცდით დაიწყება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე