ოკუპაციის მუზეუმში პატრიარქ ამბროსი ხელაიას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს უძღვებოდა. საღამო ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ და ჭყონდიდს მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა-კურთხევით.

საღამოს რამდენიმე მღვდელმთავარი, პარლამენტარები, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, წმინდანად შერაცხული კათოლიკოს-პატრიარქის პირადი საარქივო მასალა, ფოტოები ბანერებზე. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მეუფეებმა წმინდა აღმსარებელ ამბროსი ხელაიას ღვაწლზე და ცხოვრებაზე ისაუბრეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, წმიდა აღმსარებელი ამბროსი ხელაია არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იყოს ერის სულიერი ლიდერი ამავე დროს ერის პოლიტიკური უფლებების და თავისუფლების დაცვისათვის მებრძოლი. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ წმიდა ამბროსი აღმსარებელი ისტორიაში ცნობილია, როგორც გენუის კონფერენციის მიმართ უპრეცედენტო წერილის ავტორი. წერილით წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი ითხოვდა რუსეთის ოკუპაციის დასრულებას და საქართველოსთვის თავისუფლების მინიჭებას.

"მას ეკუთვნის სიტყვები, რომლითაც შეიძლება სრულად იქნეს გადმოცემული მისი ცხოვრებისეული მოღვაწეობა". "ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, გული – სამშობლოს, ხოლო სხეული თქვენ დაგრჩეთ საჯიჯგნად ჯალათებო". იგი ყველაფერს აკეთებდა სამშობლოს თავისუფლებისათვის", - დასძინა დავით ბაქრაძემ.

დღევანდელი ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამბროსი ხელაია 1921 წელს აირჩიეს. 1922 წლის 7 თებერვალს მან საკათალიკოსო საბჭოს თანხმობით გენუის საერთაშორისო კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა. იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1927 წელს ჩამოაცილეს ეკლესიის მართვას. იმავე წლის 23 მარტს ამბროსი ხელაია გარდაიცვალა.

1995 წელს იგი წმინდანთა დასში შეირაცხა ამბროსი აღმსარებლის სახელით. მისი ხსენების დღედ 29 მარტი დაწესდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია პატრიარქის ბიოგრაფიული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი 342 საარქივო საქმე, რომელიც აერთიანებს ქადაგებებს, სიტყვებს, მიმოწერას, სამეცნიერო შრომებსა და ფოტოკოლექციებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის